სერვისები

სინქრონული, ჩურჩულით და თანმიმდევრული თარგმანი ინგლისური, გერმანული, რუმინული და რუსული ენებისათვის

სინქრონული თარგმანი გულისხმობს მოსაუბრესთან პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად თარგმნას, ეს შესაძლებელია დამატებითი აპარატურისა და ჯიხურის მეშვეობით; უმეტესად – საკონფერენციო დარბაზში.

ონლაინ სინქრონული თარგმანი  ეს გახლავთ ჩვეულებრივი სინქრონული თარგმანი ონლაინ რეჟიმში. ასეთ დროს, მსმენელიც და თარჯიმანიც საკუთარი ყურსასმენებით სარგებლობს და დამატებითი აპარატურა საჭირო არ არის.

ჩურჩულით თარგმანი სინქრონული თარგმანის ერთ-ერთი სახეობაა და გამოიყენება მაშინ, როდესაც თარგმანი შეხვედრაზე დამსწრე მხოლოდ 1 ან 2 ადამიანს სჭირდება და შესაბამისად, სპეციალური ჯიხური და აპარატურა არ არის საჭირო. თარჯიმანი ჯდება იმ ადამიანების გვერდით, ვისაც თარგმანი სჭირდებათ და სინქრონულად, პარალელურ რეჟიმში, დაბალ ხმაზე თარგმნის მოსაუბრის ნათქვამს ისე, რომ მისმა ხმამ სხვა მოსაუბრეების ხმები არ გადაფაროს.

თანმიმდევრული თარგმანი არის, როდესაც მოსაუბრე რამდენიმე წინადადების ან დაახლოებით 2 წუთის შემდგომ პაუზებს აკეთებს, რათა შემდგომ თარჯიმანმა მისი ნათქვამი თარგმნოს.

პარტნიორი კომპანიები
მიიღე უფასო კონსულტაცია

რითი გამოირჩევა ჩემი მომსახურება?

იქიდან გამომდინარე, რომ მცირე ბიზნესად ვარ დარეგისტრირებული, თქვენ არ გიწევთ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადის გადახდა, ბიუჯეტში გადასახადების გადახდის ვალდებულება მე მეკისრება. 

კომუნიკაციის ხელოვნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისწრაფებაა. ეს ჩემთან ურთიერთობასა და ღონისძიების ერთობლივად დაგეგმვას სასიამოვნო და მსუბუქ პროცესად აქცევს.

მე დაგეხმარებით, რომ თქვენი ღონისძიება ერთნაირად საინტერესო და გასაგები იყოს ყველასათვის, ვინც ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუმინულ ან რუსულ ენაზე საუბრობს.

2017 წლიდან სინქრონული თარგმანის სფეროში ვმუშაობ და მაქვს როგორც საჯარო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორისთვის თარჯიმნად მუშაობის გამოცდილება. ამასთან ერთად, პროფესიით ეკონომისტი ვარ (მაგისტრის ხარისხი) და ამ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება მაქვს. შესაბამისად, ვიცი, რას ნიშნავს მიიღო უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ამიტომ, თითოეული ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ვემზადები.

ეკონომიკის მიმართულებით მიღებულმა განათლებამ, ამ და სხვადასხვა სფეროში მუშაობამ საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვების საშუალება მომცა. დღეს განსაკუთრებით კარგად ვფლობ შემდეგი დარგებისათვის საჭირო ტერმინოლოგიას: ბიზნესი და ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ფსიქოლოგია, ადამიანური რესურსები, კინემატოგრაფია, მხატვრული ლიტერატურა, ტურიზმი და მოგზაურობა.

COVID-19-ის გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩემს სერვისებს ონლაინ სინქრონული თარგმანი დავამატე და ამ კუთხითაც დავაგროვე გამოცდილება. ეს სხვადასხვა პროგრამის (მაგ. Zoom) დახმარებით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებასაც გაგიწევთ.

პარტნიორი კომპანიები
მიიღე უფასო კონსულტაცია